„გუნდში არაერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია არჩვენების მოგება. ასეთები არიან: დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გიორგი კახიანი და საზოგადოებაში არის დიდი სურვილი, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ჩვენთვის მისი პოზიცია ცნობილია. იმ პოზიციის შემდეგ, რომელიც გუშინ პარტიის თავმჯდომარემ დააფიქსირა, კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი, რომ არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა. ვფიქრობ, პოლიტიკაში ბალანსის გაუმჯობესება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ მომენტისთვის და საინტერესო“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის საკითხს, თალაკვაძის შეფასებით, ის ძლიერი კანდიდატი იქნება.
„სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივით სარგებლობს ქვეყანაში, საზღვარგარეთ, პარლამენტშიც და თუ ის გადაწყვეტს, ჩაერთოს კამპანიაში, ნამდვილად ძლიერი კანდიდატი იქნება. თუმცა ჩვენ რა პოზიციას დავაფიქსირებთ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






