„დათუჩა“ - ზაზა სარალიძემ მოკლული შვილის დაბადების დღეზე მისი სახელობის ფონდი გახსნა
პოლიტიკა - 11:42, 25 Jul, 2018     2483

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მოკლული შვილის სახელობის ფონდი გახსნა. სარალიძის თქმით, ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს და იმ ბავშვებს, რომლებსაც სხვადასხვა დახმარება ესაჭიროებათ.

ფონდის ხელმძღვანელი ზაზა სარალიძე იქნება და ფონდი დამოკიდებული იქნება შემოწირულობებზე:

„დღეს არის ჩემი შვილის დაბადების დღე, გახდებოდა 17 წლის, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მზად იყო ყოველთვის სიკეთის საკეთებლად და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, გადავწყვიტე, რომ შემექმნა მისი სახელობის ფონდი, სახელწოდებით „დათუჩა“, რომელიც დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, ასე რომ ვთქვათ ავადმყოფ ბავშვებს, გადაუდებელი ოპერაცია ვისაც ესაჭიროება, სოციალურად დაუცველი ვინც არის, ამ სამართლიანობისთვის ბრძოლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე არა მარტო მე, არამედ მთელმა საზოგადოებამ ნათლად და კარგად იცის, რამდენი გაჭირვებულობის ზღვარს მიღმა მდგომი ადამიანი გვყავს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამ ფონდის შექმნა, რომ ჩემი შვილის სახელით გავუწიო ადამიანებს დახმარება ყველა ადამიანს, ვეცდებით ყველანაირად რომ აღმოვუჩინოთ დახმარება ყველას. ფონდის შემოსავლიანობა იქნება დამოკიდებული შემოწირულობაზე, გავერთიანდეთ და ერთობლივად საზოგადოებამ როგორმე ყველა დავიყენოთ გვერდით. შემოწირულობები არა მხოლოდ თანხობრივ მიზნებს ემსახურება, არამედ პერიოდულად ჩავატარებთ რაღაც გარკვეულ აქციებს, ტანსაცმელი, სათამაშოები თუ პროდუქტი, პერიოდულად მოგახსენებთ რას დავგეგმავთ. დღეს პირველი დღეა, სპეციალურად დავამთxვიე ჩემი შვილის დაბადების დღეs ამ ფონდის გახსნა, კონკრეტულად ჯერჯერობით არავის გავსაუბრებივარ. ამ დროისათვის მე ვხელმძღვანელობ, მაგრამ როგორც კი ჩემი შვილი სრულწლოვანი გaხდება გადავუფორმებ და ის გააგრძელებს ხელმძღვანელობას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42