"პარტიის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა "- თამარ ჩუგოშვილი ივანიშვილს უსიტყვოდ ეთანხმება
პოლიტიკა - 11:06, 25 Jul, 2018     689
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პარტიაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ივანიშვილსი დაბრუნება არის ახალი ეტაპის დასაწყისი.

“ზუსტად ვიცი, რომ გუშინდელი ინტერვიუ საკმაოდ გულახდილი და გულწრფელი ინტერვიუ იყო და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც კარგად ჩანდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება პარლამენტის და წინა მოცემულობაში მთავრობას შორის ურთიერთობას, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემა იყო არა მხოლოდ მთავრობას და პარლამენტის შორის ურთიერთობის, არამედ პარტიის შიგნითაც ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, ამან მიგვიყვანა გარკვეულ არასწორ გადაწყვეტილებებამდე, არაეფექტურ მართვამდე, შეცდომებამდე.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის გარკვეული ახალი ეტაპის დასაწყისი, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალისთვისაც. ეს ახალ ენერგიას მისცემს როგორც საკანონმდებლო უმრავლესობას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ბევრად უფრო ეფექტური იყოს თავის საქმიანობაში.

პარლამენტის როლზე გუშინ აქცენტის გამახვილება ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ინტერვიუსი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს როგორც დემოკრატიულად, ისე ეკონომიკურად და ყველა სხვა კუთხით, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, მაშინ ხელისუფლების შტოები ძლიერი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტი არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო. თუკი აქამდე არსებობდა პარლამენტის დაიგნორების ტრადიცია, ეს ასე არ უნდა იყოს. მე არ ვამბობ, რომ ამას გიორგი კვირიკაშვილი აკეთებდა, ეს ხდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სულ. პარლამენტს სჭირდება სერიოზულად გაძლიერება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42