ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ გურამიშვილის გამზირისა და სანზონის დასახლებას მცხოვრებლებსაც.
აღნიშნულის მიზეზად კომპანია ნაძალადევის რაიონში საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარ ავარიას ასახელებს. "ყაზტრანსგაზის" ცნობით, 23 აგვისტოს, 19.00 საათზე, გაზმომარაგება შეუწყდა გურამიშვილის გამზირის #19, 21, 23 კორპუსებს, სანზონის დასახლების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვებისა და კომერციულ ობიექტებს.
მათივე ცნობით, გაზის მიწოდება 24 აგვისტოს, დილის 10.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.
მასალის გამოყენების პირობები






