"თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ინტერვიუ, ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს"- სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
პოზიცია - 10:17, 25 Jul, 2018     5884

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს ამდენი სიმართლე არასდროს უთქვამს:

„თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ინტერვიუ და თქვენც გირჩევთ, რომ ნახოთ იმიტომ, რომ ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს. ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. იქვე მან ეს უტიფრად დააბრალა ორ ბანკს და თავის მთავრობის პაიკებს. ვნახოთ ციფრები, მართალია რომ საქართველოს ბანკი და თიბისი არიან მსხვილი ბანკები, მაგრამ თიბისის სწორედ ივანიშვილმა გადასცა უზარმაზარი ქონება ჩემს მიერ ინიცირებულ ლაზიკის პორტში, ანაკლიაში და ასევე თბილისის ცენტრში და რის სანაცვლოდ? იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილის და კალაძის მფლობელობაში მყოფი წამგებიანი ბანკი ძვირად იყიდა თიბისიმ. ე.ი ივანიშვილმა გააკეთა ფული, თიბისიმ მიიღო ქონება.

მთავარი რისი თქმაც ივანიშვილს დაავიწყდა არის ის, რომ მისი ქართუ ბანკის ქონება ბოლო წლებში გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ და გაიზარდა სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე. ქართუ არის ყველაზე სწრაფად მზარდი მევახშე ინსტიტუტი საქართველოში.

იქვე მან ილაპარაკა ბევრი თავის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ ბიზნესიმტერესები არ აქვს საქართველოში, დაავიწყდა თავის მფლობელობაში მყოფი ხე-ტყის ბიზნესი, ოქროს ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო სასათბურე პირობებში უზარმაზარი შემოსავლის მომტანია ივანიშვილის ჯიბეში.

მან ილაპარაკა კვირიკაშვილზე და ქუმსიშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი ქართუს დირექტორი, ქუმსიშვილი კი მოადგილე. როდესაც ქუმსიშვილს ადანაშაულებდა, რომ მას კრედიტი გამოქონდა და სახელმწიფოს ასტუმრებინებდა ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბანკი ქართუს კრედიტი გაუსტუმრეს სახელმწიფოს, თქვენი ჯიბეების ხარჯზე. მოგება მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ქუმსიშვილს რომ ატარებენ დაკითხვაზე, ივანიშვილია მანდ მთავარი მიმღები ხეირის და მოგების.

ამავე დროს არა მხოლოდ ხალხის ვალი გაიზარდა, სახელმწიფო ვალი გაიზარდა თითქმის 2-ჯერ.

ამ ყველაფრის მერე როცა მე მახსენებს, პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა, იმიტომ რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 4 ჯერ, მე დავტოვე 15.8 მილიარდი დოლარის მშპ, ივანიშვილის დროს 2016 წელს ეს იყო 500 მილიონით შემცირებული. სიღარიბე ჩემ დროს შემცირდა 2-ჯერ და ივანიშვილის დროს გაიზარდა.

ერთი სიტყვით ნებისმიერი სხვა მმართველი დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა სახლში, ეს ურცხვად აცხადებს რომ 2030 წლამდე აპირებს საქართველოს მართვას, ექვსი წელი ხომ არის უკვე და კიდევ 2-ჯერ 6 წელი. თქვენ არ ვიცი მზად ხართ თუ არა ეს მოითმინოთ, მაგრამ ქვეყანა ამას ნამდვილად ვერ გაუძლებს და ძალიან სწრაფად გაქრება რუკიდან. ამიტომ ჩემო მეგობრებო ახლა როგორც არასდროს არის მოქმედების დრო. შემოდგომაზე ჩვენ ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოს წარმატების ახალი ეპოქა. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებული ქვეყნების რიგში, არა ჩამორჩენილი და მოჩანჩალე ქვეყნების რიგში და ბევრად უფრო წარმატებული უნდა იყოს ვიდრე წარსულში. ეს ყველაფერი კი უნდა მოგვრჩეს უკან, როგორც კოშმარული სიზმარი. მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ახლა ჩვენი ძალა ერთობაშია. აბა თქვენ იცით.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42