„პროცესი მიდის, მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ. ვფიქრობ, რომ ნორმალურია. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს", -განაცხადა ივანიშვილმა „პირველი არხის" ტოკშოუში, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
ამ კონტექსტში ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველი პირი მის პასუხს არ იმსახურებს.
„იმას, რასაც კითხულობს ეს კაცი, მარგველაშვილი, რომ ტრაქტორების და კაბელების საქმეს არ დაემსგავსოს, ასეთ კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს. გიორგი მარგველაშვილმა მოახერხა, რომ 8 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ ბიუჯეტიდან დახარჯა, უწოდა პიჯაკების თემა და ის პოლიტიკურ დევნილადაც დაასახელა. შესაბამისად, ეს კაცი ჩემგან არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას...
დღესაც ვმეგობრობ კირვალიძესთან და რამდენიმე დღის წინ კიდევ მქონდა მეგობრული შეხვედრა, სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობაც გვქონდა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ გუნდში და ძალიან მეამაყება. როდესაც ამას უარყოფით კონტექსტში შეგვახსენებენ, სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ოპოზიციური ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაზე გადავიდა ბოლომდე და მას იზიარებენ. ამ დროს აქ კითხვა არ უნდა დაისვას", - ამბობს ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






