„იცოდნენ, ხელი რომ წაცდენოდათ პასუხს მოვთხოვდი... მე მარტო ბანკების საკითხში ვერეოდი“ - ივანიშვილი
პოლიტიკა - 22:32, 24 Jul, 2018     1345
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ იმ პერიოდში, როცა ის საჯარო სამსახურში არ იმყოფებოდა, უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებდა.

თუმცა ექსპრემიერმა რამდენიმე წუთში თქვა, რომ როცა საქმე ეკონომიკას ეხებოდა, ის თავის პოზიციას აფიქსირებდა ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრაზე.

"მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორები​ვართ ერთმანეთს. აქ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის იმ ნაწილში, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ. მასთან დანარჩენ საკითხებში სხვა დაჟინებითი მოთხოვნები და ხშირი ზარები არ მქონია. თვითონ თუ რაღაც ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, მეკითხებოდა, მე შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. არ არის ჩემი მეგობარი დღეს და ჰკითხონ, რამდენად ვმართავდი, თუ მქონდა მართვის მცდელობა – არავითარი...

იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ. ერევათ იმაში, რაც მე ტელევიზიით ძალიან ხშირად მითქვამს, რომ მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და გავაკრიტიკო ნებისმიერი ხელისუფალი.

საზოგადოების კონტროლი რასაც ჰქვია რაშიც ჩვენ სამწუხაროდ პრაქტიკა არ გვქონდა და გამოცდილებაც ცოტა გვაქვს, საზოგადოება შეიძლება ეფექტურად ამას ვერ ახერხებს, მე გარკვეულწილად, ვავსებ. ის ნდობა, რაც მაქვს საზოგადოებიდან, საზოგადოებასვე ვუბრუნებ, მის ფუნქციას ვასრულებ და ვაძლიერებ. რა თქმა უნდა, ანგარიშს მიწევენ, ამ კონტროლს ანგარიშს უწევენ, რადგან იციან, რომ შევხედავ, კარგად ვაფასებ და ვაანალიზებ რაც ხდება და როგორც ხდება...

მშვენივრად იცოდნენ ჩემი გუნდის წევრებმა, რომ ძალიან გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, რა ხდებოდა ქვეყანაში და როგორ ვითარდებოდა პროცესები. ძალიან კარგად იცოდნენ, ვისაც სურვილი ჰქონდა, ხელი წასცდენოდა იმ მიმართულებით, მე პასუხს მოვითხოვდი. მოვითხოვდი როგორ – არ მყავს ჩემი ჯარი და პოლიცია, გამოვიდოდი და ვიტყოდი საზოგადოებაში.

გიორგი კვირიკაშვილსაც შევახსენე, რომ გავდივარ და საზოგადოებას ვეუბნები, არავითარ რჩევებს არ გაძლევ-მეთქი. აქედან დაიწყო ჩვენი ახალი ურთიერთობები. გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც ვნახე, რომ სიტუაცია მძიმე იყო, ვუთხარი, საზოგადოებაში გამოვდივარ და ვამბობ, რომ საერთოდ არ ვერევი თქვენს მთავრობაში, საერთოდ აღარც შეკითხვებზე და არაფერზე აღარ დარეკო-მეთქი. ამან შეაშფოთა სწორედ, გუნდი დამეშლება მთლიანადო. გუნდის დაშლაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ საზოგადოებაში შეიძლებოდა მას გარკვეული რესურსი დაეკარგა. ეს არის ის, რასაც არაფორმალურ მმართველობას ეძახიან. რამდენად გასაგებად ვთქვი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, არ ვიცი, ეს დიდი თემაა და შეიძლება მოკლედ ნათქვამი კარგად არ იყოს გაგებული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42