"კვირიკაშვილს უნდოდა ბიუჯეტი დღგ-თი შეევსო და ბანკები მოგების გადასახადიდან გაეთავისუფლებინა, რაც დაანგრევდა ბიუჯეტს"-ივანიშვილი
პოლიტიკა - 22:03, 24 Jul, 2018     1196

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდას შეეხო.

ივანიშვილის განცხადებით, 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა იყო, რაშიც მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა, ვიდრე ორ წელიწადნახევარში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთად.


„თუ გავიხსენებთ, ეს იყო დღგ-ს სწრაფი დაბრუნება. ფული სწრაფად დაბრუნდა ეკონომიკაში. რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს პროცესი ნელ-ნელა დაწყებული იყო, რომ დღგ-ს გადამხდელებს რაც შეიძლება, სწრაფად დაუბრუნდეს, მაგრამ ასეთი სწრაფი დაბრუნება, რაც ბოლო 5-6 თვის განმავლობაში გაკეთდა, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში არ მომხდარა. 7,5%-ზე გავლენა მოახდინა, მათ რიცხვში, ეკონომიკაში დღგ-ს სწრაფმა დაბრუნებამ და დამატებითი ფულის გაჩენამ. რა თქმა უნდა, აქ კვირიკაშვილის როლიც არის, მაგრამ არა განსაკუთრებული... არა თუ განსაკუთრებული როლი არ იყო, მისი განსაკუთრებული როლი ის იყო, რომ მან დააგვიანა ძალიან ბევრი პროცესების დროულად შემოღება, რაზეც მე ვერ გავჩერდები და არ გავჩერდები, რადგან შეიძლება, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ ამას გადავაყოლოთ.

ბევრი ოპონენტი ცდილობს, ეს მე მომაწეროს, რომ კაცმა საოცრებები მოახდინა და ამ დროს, აიძულეს და წავიდა. რა თქმა უნდა, სიტყვა აიძულეს შეიძლება, ლეგიტიმური არ იყოს, თუმცა, ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. მან ნახა, როგორც ხდებოდა, კითხვებს პასუხები ვერ გასცა და პრაქტიკულად, არჩევანი არ ჰქონდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შესვლაა.

ბიძინა ივანიშვილისვე თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც კვირიკაშვილი მოგების გადასახადის გაუქმებას ცდილობდა, მიუღებელი და შეუძლებელი იყო.

„უნდოდათ, ბიუჯეტი, მოგების გადასახადის ნაცვლად, დღგ-თი შეევსოთ. კვირიკაშვილს მოგების გადასახადიდან ბანკების გათავისუფლებაც პრინციპულად სურდა, რაც დაანგრევდა კიდეც ბიუჯეტს იმ ფორმით, რაც კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა. შეხვედრის დროს, ამაზე მის მიმართ, მათ რიცხვში, საყვედური და შენიშვნაც გაისმა, რომ ასეთი ეფექტი არ იქნებოდა და არა თუ ეფექტი, უკუეფექტს მივიღებდით. არ შეიძლებოდა და არც მივეცით საშუალება, ბანკები მოგების გადასახადიდან გათავისუფლებულიყვნენ, რაშიც ისევ ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ითამაშა როლი. კვირიკაშვილის მთავრობაში ასე იყო დადგენილი, რომ ეს 2019 წლიდან უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2024 წლამდე გადასწიეს, რამაც გარკვეულ წრეებში გარკვეული განაწყენება გამოიწვია, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რადგან ბანკების მოგებიდან გათავისუფლება ისედაც მძიმე სიტუაციას ეკონომიკაში ბანკებთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაამკაცრებდა და ბიუჯეტი ძალიან გაჭირდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42