დემოკრატიული ღირებულებები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეკონომიკა - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,აქტუალური თემა“ განაცხადა.
"საზოგადოების დიდი ნაწილს არ აქვს სამუშაო ადგილები, ხშირად წამლის ფულს ვერ უხდიან. ამ ფონზე, როცა არის უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამონათქვამები, რთულია სტაბილურობის დაჭერა. მათ უნდა აჩვენონ ქვეყნის განვითარების სწორი გზები, მაგრამ ჭარბობს სიძულვილის ენა, ნაცვლად პროფესიონალური ოპონირებისა.
ოპოზიცია არის არაკონსტრუქციული, რომელიც ნაცვლად არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და შეურაცხყოფაზეა გადასული და ამ ფონზეც სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, როცა ეკონომიკა გვაქვს ასეთი როგორიც გვაქვს. ამ ფონზე შეიძლება ვერ ნახოთ პრეცედენტი რომ ასეთი ეკონომიკის პირობებში ასეთ სიმაღლეზე იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მაგრამ როცა ვერ ხერხდება სამუშაო ადგილების მოძიება, რთულია სტაბილურობის შენარჩუნება“ - განაცხადა ივანიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






