ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
ივანიშვილმა მისი გადაწყვეტილების სამი მიზეზი დაასახელა.
ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დემოკრატიის მაჩვენებელს ეკონომიკის მაჩვენებელი ვერ ეწევა.
ბიძინა ივანიშვცილის განცხადებით "მაცივრები ცარიელია". "ოცნების" თავმჯდომარე პრობლემას უწოდებს ფაქტს, რომ ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი მაღალია.
ყოფილმა პრემიერმა ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ საფუძვლიანი კრიტიკის ნაცვლად, ხელისუფლების ოპონენტები "ლანძღვით და გინებით არიან დაკავებულები".
პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნების კიდევ ერთ მიზეზად ივანიშვილი "გუნდის დაშლის რეალურ საფრთხეს" ასაცხელებს.
"ვნახე რომ გარედან ჩემი კონტროლი საკმარისი არ იყო" - თქვა ყოფილმა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






