ბოლო მონაცემებით, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი. სამძებრო-სამაშველო საქმინობა ამ დრომდე ვრცელდება. მედიის ცნობით, დაკარგულები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც.
ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი.
დაღუპულთა უმრავლესობა სავარაუდოდ, ბავშვია, რადგან გავრცელებული ცნობით, ხანძარმა საბავშვო ბანაკი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია 16 ბავშვის დაღუპვის შესახებ.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 ცხედარი იპოვეს ზღვისპირა სოფელ მატიში მდებარე ერთ-ერთ ვილაში, ეს სოფელი სტიქიის ეპიცენტრში მდებარეობს.საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად ევროკავშირს მიმართა. მათ უკვე იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებამ უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






