"მაცივარი გვაქვს, მაგრამ ცარიელია" – რატომ რჩება ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარების გარეშე?
პოზიცია - 20:24, 23 Aug, 2013     1997
ამ ვალდებულების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სოციალური დახმარების გაწევის სამართლიანი და მიზნობრივი მექანიზმის არსებობა.

საზოგადოებისათვის არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც სახელმწიფოსაგან დახმარებას ღებულობდა ოჯახი, რომელსაც ამის საჭიროება არ ჰქონდა და პირიქით დახმარების გარეშე რჩებოდნენ რეალურად გაჭირვებული და შემოსავლის არმქონე პირები.

რეფორმატორთა კლუბს მიგვაჩნია, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების დღესდღეობით არსებული მეთოდოლოგიაა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ოჯახის შეფასება ხორციელდება ოჯახის წევრების (რაოდენობა, ასაკი, განათლება), შემოსავლების, უძრავი და მოძრავი ქონების მონაცემების გათვალისწინებით. შეფასებას ახდენს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ოჯახში ვიზიტს და ინფორმაციას ღებულობს ოჯახის წევრებისაგან, ასევე ათვალიერებს საცხოვრებელ ადგილს და იქ არსებულ ნივთებს.

ბუნებრივია ასეთი შეფასება არ იძლევა რეალურ სურათს ოჯახის ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ – ოჯახის წევრები შეიძლება ოფიციალურად არსად არ მუშაობდნენ და არ ღებულობდნენ ხელფასს, არ იყვნენ რეგისტრირებული როგორც გადასახადის გადამხდელები, არ ჰქონდეთ ბანკში გახსნილი ანგარიშები, მაგრამ რეალურად ჰქონდეთ შემოსავალი სხვადასხვა სამუშაოებიდან, მცირე ვაჭრობიდან; კონკრეტული ნივთების არსებობა არ შეიძლება გახდეს დახმარების გაწევაზე უარის თქმის საფუძველი, – ,,მაცივარი გვაქვს, მაგრამ ცარიელია."

რეფორმატორთა კლუბის აზრით, ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური შეფასების მეთოდოლოგიაში ძირითადად გათვალისწინებული უნდა იქნას:

– ოჯახის წევრთა სამეწარმეო, შრომითი აქტივობა და არა კონკრეტული ნივთების არსებობა, რომელსაც დამოუკიდებლად შემოსავალი არ მოაქვს;

– სამეწარმეო, შრომითი აქტივობის შესწავლისას სოციალური მომსახურების სააგენტომ, გარდა ოჯახის წევრების გამოკითხვისა, თვითონ უნდა მოიძიოს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების, გადასახადების, მუშაობის, შემოსავლების; შრომისუნარიანობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ორგანიზაციებიდან;

– სოციალური მომსახურების სააგენტო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ოჯახის საქმიანობისა და შემოსავლების შესახებ, როდესაც პირები ეწევიან არარეგისტრირებულ მეწარმეობას – სოფლად მცხოვრები ოჯახი ეწევა პროდუქტების რეალიზაციას საცხოვრებელი სახლიდან, რაც ცნობილი შეიძლება იყოს მხოლოდ სოფლის გამგეობისათვის და მეზობლებისათვის.


რეფორმატორთა კლუბს მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომების შედეგად:


• სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა გახდება უფრო სამართლიანი


• საგრძნობლად შემცირდება არამიზნობრივი ხარჯები


• სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა დასახოს სიღარიბესთან ბრძოლის რეალური და ეფექტური გზები



ირაკლი კობიძე

"რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42