საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასამდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა
პოლიტიკა - 15:24, 24 Jul, 2018     785

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება დღეს გორის ციხეზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა და მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ქურთიაშვილი, მიხეილ კაცოვენკო და რომან მიქაძე პირველ ქვეით ბრიგადის საშტაბო ასეულში სანიმუშო სამსახურისთვის ქართული ხმლებით დააჯილდოვა, სადაც მისი ავტოგრაფია გამოსახული. გიორგი ქურთიაშვილმა უმაღლესი განათლება პრაღაში მიიღო, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური გადაწყვიტა. გიორგი ქურთიაშვილი პროფესიით ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტია და ის ოთხ უცხო ენას ფლობს.

თავდაცვის მინისტრტმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა წვევამდელთა სისტემის პირობების გაუმჯობესებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, ჯარში მიღებულ განათლების ხარისხზე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტეგრაციაზე პროფესიულ ჯართან.

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ფიცის დადებამდე წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10 კვირიანი კურსი გაიარეს, რომელიც საბრძოლო მომზადების დონით იდენტურია იმ მომზადებისა რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. დღეიდან ისინი პირველ ქვეით ბრიგადაში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ, სადაც სავალდებულო სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42