"შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა"- "ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატად მაია ცქტიშვილს განიხილავს
პოლიტიკა - 14:17, 24 Jul, 2018     990
"ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია. ცნობილია, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერები მხოლოდ მინიშძნებებს აკეთებენ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ღქვა, რომ "შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა".

კულუარებში დიდიხანია საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სწორედ მაია ცქიტიშვილი შეარჩია, რომელიც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს იკავებს.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა იყოს ზეპარტიული. შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი და არა რომელიმე პარტიის მიმართ ლოიალობა",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ქვეყანას აღარ უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ლოიალური იქნება კონკრეტული პარტიების მიმართ, ისე როგორც ეს იყო გასული ხუთი წლის განმავლობაში.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი. ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ, ბუნებრივია, არ გვინდა.

შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალობა, „ქართული ოცნების" მიმართ ლოიალობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში, ბუნებრივია, კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა. დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია. ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, დაფიქრება. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა იმისათვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენ ქვეყანაში განვითარების პროცესი. სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ინტერვიუ ექნება მედიასთან და შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გახდეს ცნობილი.

„დღეს იქნება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან. შესაბამისად, მისგან მოვისმენთ, ბუნებრივია, მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც და ალბათ, ამაზეც გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული მისი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კომენტარებს, ჩვენ ჯერ გვჭირდება პარტიის შიგნით კონსულტაციების გავლა და ამის საფუძველზე ვიტყვით კონკრეტულად, თუ როგორ წარსდგება ამ არჩევნებში „ქართული ოცნება". სხვადასხვა ვარიანტზე შეიძლება მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამ მსჯელობის საფუძველზე ჩვენ უკვე კონკრეტულ კომენტარებს გავაკეთებთ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42