ამასთან, თუ ტელეფონის ეკრანი შემთხვევით დაგიზიანდებათ, დამატებითი საგარანტიო მოსამსხურების მიხედვით, კომპანია HUAWEI გაძლევთ საშუალებას, მობილურის შეძენიდან სამი თვის განმავლობაში დაზიანებული ეკრანი სრულიად უფასოდ შეცვალოთ.
HUAWEI P10 -ის, HUAWEI P10 Plus -ისა და HUAWEI Mate10 -ის შემთხვევაში, 12 თვიან საგარნიტო მოსამსხურებასთან ერთად მიიღებთ, დამატებით 3 თვიან გარანტიას მობილურის ეკრანისთვის. ხოლო HUAWEI P20-ისა და P20 Pro-ს შემთხვევაში თქვენ იღებთ 18 თვიან საგარნტიო მოსამსხურებას და პირველი ექვსი თვე კვლავ სარგებლობთ ეკრანის უფასოდ შეცვლის პირობით.
მომსახურების ცენტრში ნებისმიერი შენაძენის გაკეთებისას მომხმარებელი აღარ გადაიხდის საგარანტიო მომსახურების საფასურს 12 თვის განმავლობაში, გარდა ამისა, კომპანია HUAWEI -ს ბრენდ სერვის ცენტრი მომხმარებელს სხვადასხვა საჩუქარსაც სთავაზობს, საჩუქრის მისაღებად კი, მომსახურების ცენტრში ვიზიტიც საკმარისია.


HUAWEI-ს მომსახურების ახალი ცენტრი განთავსებულია სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში,“ I სართულზე და მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-იდან 19:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს 10:00 სთ-იდან 15:00 სთ-მდე ემსახურება.
და მაინც, რა არის HUAWEI-ს ის უპირატესობა, რაც ქართველ მომხმარებელს არჩევანს უადვილებს. როგორც ირკვევა, ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ტექნოლოგიები მეორეხარისხვანი იყო, HUAWEI -მ ცალსახად გააქრო. დღეს ქართველი მომხმარებელი ტელეფონის ინოვაციური ფუქნციებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით HUAWEI-ს ტელეფონს ირჩევს, თავის მხრივ, კომპანიაც თავის მომხმარებელს, ყოველთვიურად ახალ-ახალი მოდელებით ანებივრებს, რომელიც გამორჩეულია დიზაინით, ფუნქციური მონაცემებითა და ტექნოლოგიური მიღწევებით. ამასთან, HUAWEI-მ დიდი წვლილი შეიტანა მობილურ ფოტოგრაფიაში.
“მსოფლიო რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში,” - ასე აფასებენ HUAWEI-ს ახალი სერიის სმარტფონებს მომხმარებლები: „დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით, იდეალური ფორმები, - რთულია მასზე უარი თქვა. ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არც თუ ისე დიდი შემოსავალი აქვთ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მრავალფუნქციური და დახვეწილი სმარტფონი, მისაღებ და რაციონალურ ფასად. სწორედ ასეთია HUAWEI“.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზეკომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს. HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI -ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები






