დეკემბერში ივანიშვილ-პუტინის შეხვედრა იგეგმება? - „ოცნების“ პოლიტიკური ჩიხის კულუარები
პოლიტიკა - 10:21, 24 Jul, 2018     2823
ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი? - ამ დროისთვის ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებულ ხმებს თუ გავყვებით, მმართველი გუნდი რამდენიმე პიროვნების შესახებ ფიქრობს. აქამდე ამბობდნენ, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო მარათონში, დიდი ალბათობით, ლადო ჭანტურიას ჩართავდა, თუმცა „ნიუპოსტისთვის“ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ ჭანტურიასთან „ოცნების“ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. მაშინ „ნიუპოსტს“ ისიც აცნობეს, რომ მმართველი პარტია სარეზერვო გეგმაზე გადავიდა და პრეზიდენტობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს დაასახელებდა, თუმცა კულუარული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ დაშლის პირას მდგარი „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იყოს. ამასთან, ის ხმაც ვრცელდება, რომ პრეზიდენტობაზე კენჭი თავად ბიძინა ივანიშვილმა იყაროს.

რათ უნდა ივანიშვილს პრეზიდენტობა? - ყველა ხვდება, რომ „ოცნების“ თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის სტატუსი ჯავშანია, ანუ მას ექვსი წლის განმავლობაში სრული ხელშეუხებლობის გარანტია ექნება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთში მისი ფინანსური საქმიანობით დაინტერესდებიან, მინიმუმ, 6 წლის განმავლობაში, ივანიშვილის ოლიგარქიულ იმპერიას საფრთხე არ დაემუქრება.

მეორე ფაქტორი ეს არის კრემლთან ღია ურთიერთობის დამყარება, უკვე პრეზიდენტის რანგში. უფრო მეტიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაწყებულია კულუარული მოლაპარაკებები, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ივანიშვილი პუტინს შეხვდეს.
„ნიუპოსტის“ წყაროს თქმით, ივანიშვილს პრეზიდენტობა სწორედ იმით სურს, რომ პუტინთან შეხვედრა „გაიპრავოს“. ამასთან ერთად, ჩვენ გვეუბნებიან, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ივანიშვილმა არაერთხელ სცადა პუტინთან შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ გამოუვიდა.

დღეს, როგორც წყარო ამბობს, დასავლეთში ივანიშვილის მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა არსებობს. ამიტომ, მას უნდა, რომ პუტინისგან სრული მხარდაჭერის გარანტია მიიღოს და სანაცვლოდ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე უარი თქვას.

ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, თუმცა საკითხავია, როგორ მოახერხებს ივანიშვილი პრეზიდენტად კენჭის ყრას მაშინ, როცა ორმაგი მოქალაქეობის მატარებელია და რამდენად იტყვის უარს ის საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც მისთვის ხელშეუხებლობის ერთგვარი გარანტიაა?

როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველა შემთხვევაში, ივანიშვილი და, ზოგადად, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ჩიხშია, საიდანაც გამოსვლასაც მაინცდამაინც ადვილად ვერ მოახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42