როგორც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, მირზა სუბელიანმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, რადგან შაყულაშვილმა დღეს მათი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
"დღეს ერთი საინტერესო დეტალი გაირკვა. გუშინ მირზა სუბელიანმა ჩვენთან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. რეალურად ცრუ ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მიხეილ შაყულაშვილს არ შეხვედრია, რომელმაც დღეს შეხვედრის დეტალები მოყვა. აქედან გამომდინარე, ეს დამატებით კითხვებს აღგვიძრავს. სრულიად გაუგებარია ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ ინფორმაციას ფლობდა, რომ მირზა სუბელიანი თურმე ხაზზე გასვლას მაღალჩინოსნებზე პირველ დეკემბერს ცდილობდა. 3-4 დეკემბერს უკვე ცნობილი იყო, რომ ის კალანდიების სახლში იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, რატომ არ დაკითხეს, ესეც სრულად გაუგებარია. ასევე კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის კონკრეტული დასკვნა შეიძლება პროკურატურისთვის გამოსადეგი ყოფილიყო და მათ ეს დასკვნა არ მოითხოვეს. ამიტომ, მარტივად, რომ შევაჯამოთ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გვაქვს და ამ კითხვებს, ისევე როგორც სხვა დამატებით კითხვებს, პროკურატურის დარჩენილ მაღალჩინოსნებსაც დავუსვამთ" - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






