გიორგი აბაშიშვილმა რეგიონულ ბიბლიოთეკართა ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 18:27, 23 Jul, 2018     701

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა რეგიონულ ბიბლიოთეკართა ესეების კონკურსში ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.

კონკურსის მიზანი იყო ბიბლიოთეკებსა და მათ მკითხველებს მთელი საქართველოს მასშტაბით მისცემოდათ საშუალება წარმოეჩინათ საკუთარი ხედვა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. კონკურსის 20 მონაწილის ესე სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ კრებულში დაიბეჭდა.

ესეების კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" რეგიონალურ ბიბლიოთეკებში 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართა. იგი საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ. ხოლო ბიბლიოთეკებს, რომელთა მკითხველებიც იყვნენ გამარჯვებულები, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ.

ესეების კონკურსის შემფასებელ კომისიაში იყვნენ: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; ასევე მწერლები დავით ტურაშვილი და კოტე ჯანდიერი.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით არაერთი კონკურსი ჩატარდა, რომელიც შეეხებოდა სწორედ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიმავალი გზის აღწერას, შეფასებას. ამ პროცესშიჩართულნი იყვნენ, როგორც სტუდენტები, ასევე მასწავლებლები, ბიბლიოთეკების ქსელის წარმომადგენელი ბიბლიოთეკრები მთელი საქართველოს მასშტაბით.

,,ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს ჰქონდეს გააზრებული ის რთული გზა, რომელიც განვლეთ და ვიცოდეთ, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები იმისთვის, რომ საქართველო დღეს ყოფილიყო თავისუფალი, ძლიერი.

ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ჯერ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ მაგალითებზე დაყრდნობით, რომელსაც თუნდაც ასი წლის წინ ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ'', - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42