“თქვენ გამოდიხართ მ.კ.-ს ბრალდების მხარედ და სხვა არც ერთი მოსაზრება თქვენგან არგაგვიგია. თქვენ იცავთ და არც ერთი განსხვავებული პოზიციის შესახებ კითხვა არ დაგისვამთ გ.კ.-ს შესახებ. მე ამას აღარ გავიმეორებ, რადგან ჩვენ არ გვინდა ასეთი პოზიციები ვაფიქსიროთ. როცა ადამიანები იკითხებიან, ჟესტიკულაციით, მიმიკით, დამცინავი ტონი თნუ გამოვალთ მათ წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უთანხმოება ანრი ოხანაშვილის განცხადედბას გამოიწვია.
“შეფასებებისგან თავი შევიკავოთ და იქნებ ემოციებისგან დავცალოთ ეს სიტუაცია. მე არავის ვეჭრებოდი საუბრისას და ვთხოვ ყველას, დამასრულებინეთ კითხვების დასმა. აქ მე შემიძლია ძალიან ბევრი ფაქტი გითხრათ ახლა და გითხრათ, რომ ვიღაცის ადვოკატირებას ეწევით, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. მე მინდა მჯეროდეს, რომ თქვენი შეკითხვები იმას ემსახურებოდა, რომ გაიგოთ სიმართლე და არა იმას, რომ ვინმეს ადვოკატირებას ეწევით. არ ვამბობ ამას. ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ თუკი ვინმე სვამს შეკითხვას, ეს რაიმეს ემსახურება. ჩვენი შეკითხვები ემსახურება იმას, რომ პროკურატურის მხრიდან გავიგოთ სამართლებრივი შეფასება, რომ შეგვეძლოს ეს შეფასებები კრიტიკულად შევაფასოთ“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
მასალის გამოყენების პირობები






