ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა
პოლიტიკა - 17:46, 23 Jul, 2018     709

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ გალის რაიონში ქართველებისთვის არ არსებობს არცერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ბავშვები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებას შეძლებენ. ხაზი გაესვა გალის რაიონში არსებულ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის საგანგაშო ტენდენციას.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკურობის იძულებით შეცვლის ფაქტები და პასპორტიზაცია, საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იძულებულ გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების საკითხს. შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობები.

„მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ქართველი მოსახლეობისათვის რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან საკუთარი უფლებების დარღვევას. ვფიქრობ, რომ ყველა უწყების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა გარდატეხას შეიტანს არსებული პრობლემების დაძლევაში.“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42