"არჩილ გუჩმანიძე გააგრძელებს მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე" - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:41, 23 Jul, 2018     1338
გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე გააგრძელებს მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თევზჭერის სექტორის ახლებურად დარეგულირება, რათა ქვეყანაში მოხდეს თევზის რესურსის მდგრადი გამოყენება, თევზმეურნეობებისა და აქვაკულტურის მიმართულების განვითარება. ამისათვის, კი აუცილებელია, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის გაძლიერება და ხელშეწყობა, რადგან ქვეყანაში მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი არის დარგში წამყვანი ინსტიტუცია და ამავე დროს დეპარტამენტში არებული პრობლემების მოგვარება საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ, დეტალურად შეისწავლა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში არსებული მდგომარეობა, დეპარტამენტის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ქალაქ ბათუმში არსებული მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა გააგრძელოს შეუფერხებელი და ეფექტური საქმიანობა. ამასთან ერთად, მიღებული იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე გააგრძელებს მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე და მისი უშუალო ჩართულობით მოხდება თევზჭერის სექტორის რეფორმირება და ახალი მიმართულებების განვითარება.“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუჩმანიძემ 18 ივლისს გაავრცელა და მიზეზად გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური და თემატური შეუთავსებლობა დაასახელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42