36 წლის გერმანელ სარა შმიდს 6 შვილი ჰყავს და ექვსივე ექიმებისა და საავადმყოფოს გარეშე გააჩინა.
მან იმშობიარა სახლში, ტყეში, სკვერში - ყველგან საავადმყოფოს გარდა.
მეექვსე შვილი გასართობ სკევრში გააჩინა, მის მშობირობას კი შვილები და ასევე 1.4 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს, ონლაინ.
როგორც სარა ამბობს, ის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა და ექიმი უნდა გამხდარიყო, საავადმყოფოში კი პრაქტიკებზე ხშირად ესწრებოდა მშობიარობას.
„როცა პირველად მშობიარობას დავესწარი, ვიფიქრე, არა, მე ეს არ შემიძლი, აქ ძალიან სტრესული გარემოა, ასე არ შეიძლება“ - ამბობს სარა.
2006 წელს პირველი შვილი ჯოანა გააჩინა, მან სახლში იმშობიარა.
„პირველი მშობიარობისასა მედდა მყავდა თან, თუმცა ძალიან ვინანე. ისე მანერვიულა, გადავწყვიტე, შემდეგში სრულიად მარტოს მემშობიარა“ - ამბობს ქალი.
მეორე შვილი 2008 წელს გააჩინა. მაშინ შვედეთში ცხოვრობდნენ .
„ტყეში ვიმშობიარე, სრულიად მარტო ვიყავი. ჩემი ქმარი მშობიარობის შემდეგ მოვიდა, სურათები რომ გადაეღო.
„გარეთ თავს უკეთ ვგრძნობ, შემიძლია ცას ვუყურო, ბლახი შევიგრძნო, ბუნება, ყველაფერი რაც ნამდვილია“ - ამბობს სარა.
სარას ქმარი, ტიმი, რომელიც 41 წლისაა, ცოლის გადაწყვეტილებას სრულიად იზიარებს.
მესამე შვილიც საკუთარი სახლის ეზოში გააჩინა. 2012 წელს ელისაბეთი გააჩინა სახლში, რადგან გარეთ ძალიან ციოდა.
„ელისაბეთი ძალიან სწრაფად გაჩნდა. ჯოანას უნდოდა ენახა ყველაფერი, ამიტომ მშობიარობას დაესწრო, ბიჭები კი მეზობელთან წავიდნენ“ - ამბობს ის.
2015 წელს კი გადაწყვიტა წყალში მშობიარობა ეცადა და ასეც მოიქც, თებერვალში კონსტანტინი გააჩინა.
2016 წელს კი სკვერში გააჩინა კირანი, რომლის დაბადებას მისი ძმები და დები დაესწრნენ.
„ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ, არ შეშინებიათ.
რაც შეეხება ხალხს, ზოგი ჩემით აღფრთოვანებულია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი სისულელეს ჩავდივარ, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მაგრამ ეს ჩემთვის სრულიად ბუნებრივია, იმდენად ბუნებრივი და კომფორტული, რომ მშობიარობის შიში საერთოდ არ მაქვს“ - ამბობს სარა.







მასალის გამოყენების პირობები






