მოზარდების მკვლელობის საქმე - საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის საგამოძიებო დროებითი კომისიის წევრი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება თუ პოლიტიკოსები და კომისიის წევრები საქმის მტკიცებულებებთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში არ ისაუბრებენ.
„ალბათ, პროკურორებს აქვთ უფლება ბრალი მტკიცებით ფორმაში დაამტკიცონ კიდეც, თუ მიაჩნიათ, რომ დადასტურებულია და მესმის, მათ კონკრეტული მტკიცებულების მიმართ პოზიცია ექნებათ, რომ დადასტურებულად მიიჩნევენ. ჩვენ კი, კომისიის წევრებმა, პოლიტიკოსებმა ალბათ, უმჯობესი იქნება, მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რა მიგვაჩნია სარწმუნოდ და რა არა, მტკიცებით ფორმაში პირდაპირ ეთერში არ ვისაუბროთ. ვფიქრობ, ეს არ იქნება მართებული, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა. თხოვნა, მექნება, პროცედურულად ეს გავითვალისწინოთ. ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება გავითვალისწინოთ, რადგან პირდაპირ ეთერში მიდის სამწუხაროდ ასეთი საკითხები, რაც მგონია, სასამართლოს პარალელურად, ასევე ცოტა პრობლემურია. თუმცა, რადგან ასე ხდება, პოლიტიკოსების მხრიდან მტკიცებულებებზე მტკიცებით ნაწილში საუბარი ვფიქრობ, სასამართლოსთვის ზეწოლად აღქმული იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






