„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს. ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ოთხშაბათ დღეს უნდა დაინიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება და მსოფლიო თანამეგობრობა ჩათვლის, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს აყალბებს. ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
„მოგეხსენებათ, შემოდგომაზე ხალხი უკანსკნელად აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, დაწყებულია ჭეშმარიტად ისტორიული პროცესი, რომელიც ან უნდა დამთავრდეს ქვეყნის გამარჯვებით ან ივანიშვილ ბანკირთა დინასტიური მმართველობით მრავალი წლის მანძილზე, რასაც იმედია ჩვენ ერთად არ დავუშვებთ. მმართველი ელიტა ყველნაირად ცდილობს, ჩამოაცილოს ხალხი მასობრივად პროცესს, ამისათვის არჩევნებს ნიშნავენ როგორც წესი ოქტომრის შუა რიცხვებში, შაბათ-კვირას, როდესაც ხალხი გასულია მინდორ-ველებში ლუკმა პურის შესაგროვებლად, ახალი დაწყებულია სწავლის პროცესი სკოლებში, ინსტიტუტებში და ოპოზიციაც ვერ ასწრებს თავისი მწირი რესურსებით შესაბამის რეაგირებას,ს ამაგიეროდ ყველაფერს ასწრებს სახელმწიფო გამყაბებელთა ბანდა, რომლებიც აკეთებენ უბნების უზურპაციას, მიჰყავთ 15-ლარიანები და დებენ შესაბამის შედეგს.
მე ვაფრთხილებ ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ან საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეთ მიმიდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოთხშაბათ დღეს, ან ხალხი და მსოფლიო თანამეგობრობა ჩათვლის, რომ თქვენ უკვე იწყებთ არჩევნების გლობალურ, ტოტალურ გაყალბებას, რასაც უკვე არავინ აღარ გაპატიებთ“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






