სისხლიანი გარჩევა ჯარში და თავდაცვის სამინისტროს მიერ დამალული დოკუმენტები - ლევან იზორია სკანდალურ ფაქტებს ეხმაურება
პოლიტიკა - 12:24, 23 Jul, 2018     1399

31 წლის სამხედროს სერგო ჯიმშერაშვილის ცემის ფაქტი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება.

ბრალდებული სამხედროების ადვოკატები აცხადებენ, რომ თავდაცვის უწყებამ მომხდარის შესახებ იცოდა, თუმცა დამალა და სამხედრო პოლიციამ ფაქტი არ გამოიძია. დაზარალებულის ოჯახმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მომხდარის შესახებ ცნობილი, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა.

ლევან იზორიას განცხადებით, შემთხვევა სამხედრო ნაწილში არ მომხდარა და შესაბამისად, სამხედრო პლიციამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა.

„სამხედრო პოლიციამ იმოქმედა და ჰქონდა მყისიერი რეაგირება, თავის კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედრო ნაწილის ფარგლებში. ის ბრალდება, რომ თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა, ჯერ ერთი ამას კანონი უკრძალავს და შეზღუდულია”, - აღნიშნავს იზორია.

მინისტრის განმარტებით, სამხედრო პოლიციას თავდაპირველად ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ჯაშიაშვილმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. იზორიას თქმით, უწყებისთვის რეალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდა ცნობილი.

„არ ჰქონდა ინფორმაცია, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადამიანი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სხვებთან ერთად სვამდა გახდა შეუძლოდ, წაიქცა, დაზიანდა. სწორედ იმის გამო, რომ იმალებოდა დანაშაული სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული. პირველადი ინფორმაციით, ასეთი შეტყობინება შევიდა სწორედ სამოქალაქო პოლიციაში“-ამბობს მინისტრი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42