„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:10, 23 Jul, 2018     1397

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია საქმიან შეხვედრებს ქალაქ შენჭენსა და გუანჭოუში მართავს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაცია ქალაქ შენჭენში ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეს თიენლუ სუნის შეხვდა. ასოციაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანტუნის პროვინციის მსხვილი ბიზნეს კომპანიებს აერთიანებს და მსოფლიო მაშტაბის საერთაშორისო დონის ფორუმებსა და კომფერენციებს მასპინძლობს. ასევე, კონსულტაციას უწევს ჩინურ ბიზნეს კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით.

ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ ინტერესი გამოთქვა საქართველოში სპეციალური კვლევების ჩატარების შემდეგ, ტექნოლოგიების მიმართულებით კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინოს. ასევე, შუამდგომლობა გაუწიოს ჩინურ ბაზარზე მოქმედ მსხვილ ბიზნეს კომპანიებს საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს ჭან იანსა და „სააპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შორის. რომელიც მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. „საპარტნიორო ფონდის“ შეთავაზებით ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესასწავლად და კონკრეტული პროექტების წარმოდგენის მიზნით საქართველოში ვიზიტს შემოდგომაზე გეგმავს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა შენჭენის ყველაზე მსხვილ ჩინურ კომპანია Shenzhen appotronics Technology-სთან. კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ფოდის დელეგაციამ ჩინურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სავაჭრო ურთიეროთობებზე მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან. შეხვედრის შემდეგ ჩინურ კომპანიას საქართველოში წარმოების გადმოტანასთან დაკავშირებით ინტერესი გაუჩნდა.

საქმიანი ვიზტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის ოფისში. გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჰომერ იუმ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გზები.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის შუამავლობით შეხვედრა შედგა გუანჭოუს ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტთან ვან სუტუნთან. ჩინურმა მხარემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ სერიოზული ინტერესი გამოთქვა. ასევე, აქცენტი გააკეთა საქართველოს უმნიშვნელოვან როლზე „ერთი სარტყელი,ერთი გზის“ პროექტში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

„საპარტნიორო ფოდის“ ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. დელეგაციაში, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა შედიოდნენ: „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია, ფონდის შვილობილი „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კვერნაძე და ასევე, ფონდის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42