"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, საკრებულოს დეპუტატი და ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით მჟავანაძე, პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ბესო ქათამაძესთან ერთად გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს.
დავით მჟავანაძის განცხადებით, მას გუშინ საზღვარგარეთიდან რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდნენ და ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ. დეპუტატი მუქარაში ის უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის დაცვის წევრს, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებულ პირს, ჯაბა ნინიძეს ადანაშაულებს.
აღნიშნული პიროვნება მოსკოვში მცხოვრები, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილ იგორ გიორგაძესთან დაახლოებული პირია და ის რამდენიმე წლის წინ იგორ გიორგაძეს პარტიას ხელმძღვანელობდა ოზურგეთში.
"დაანონსებული სასამართლო დავის დაწყებიდან ჩემი ლიკვიდაციის მუქარამდე. არც მეტი არც ნაკლები ეკა ნინიძის ძმა ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრება და სატელეფონო საუბარში მიცხადებს, რომ ის ამისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვა. მისი გაღიზიანება ერთი თვის უკან ჩემს მიერ გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია, თუმცა აქ საქმე სხვა რამეშია რატომღაც ერთი თვის შეემდეგ გაახსენდა ეკა ნინიძეს რომ სასამრთლოში უნდა მიჩივლოს მას შემდეგ რაც მისმა მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო, საქმეში იგორ გიორგაძის ახლობელი ძმა ჩართო რომელსაც რატომღაც ერთი თვე დასჭირდა მუქარის შემცველი ზარის განსახორციელებლად. უკვე დადასტურებით შემიძლია ვთქვა რომ ეს არის სუსის მიერ დაორგანიზებული და ხელშეწეყობილი მოქმედება, რათა წინა საარჩევნოდ მოხდეს ჩემი განეიტრალება. არც ნინიძის საჩივრის და მითუმეტეს არც მისი ძმის მუქარის შემდეგ არ ვაპირებ გაჩუმებას. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას გაორმაგებული ძალებით ხოლი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ ფაქტის გამოძიება. ვაქვეყნებ იმ პირის ნომერს ვინც მისი თქმით ჩემს მოსაკლავად უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ხოლი აუდიო ჩანაწერს გადავცემ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს"-წერს მჟავანაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ იგორ გიორგაძესთან დაახლოებული, ოზურგეთში მცხოვრები ნინიძე, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და ოპოზიციის ლიდერს ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრება, ოზურგეთის ყოფილი მაღალჩინოსნის, ეკა ნინიძის ძმაა, თავად ეკა ნინიძე კი ადგილობრივი "ქართული ოცნების" აქტივისტია.
მასალის გამოყენების პირობები






