შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა
პოლიტიკა - 13:56, 22 Jul, 2018     960

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა. საზეიმო მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თემურ კეკელიძემ უწყების 40 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურებრივი მივლინებით მყოფმა 25 მოსამსახურემ, კოლეგებს სანაპირო დაცვის დღე პირდაპირი ჩართვის რეჟიმში მიულოცა.

თემურ კეკელიძემ სტუმრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, 12 ივლისს მიღებულ ნატო - საქართველოს კომისიის დეკლარაციაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშროლობის გაძლიერების საკითხი. დოკუმენტში სანაპირო დაცვასთან დაკავშირებული ჩანაწერის ასახვა პირველად მოხდა, სადაც აღნიშნულია - ,,მივესალმებით საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების დაწყებას, მჭიდრო ურთიერთობას საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო დაჯგუფებას შორის, რაც გამოიხატება საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი სწავლებებით, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს სანაოსნო ცენტრს შორის. მოკავშირეები გეგმავენ საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობების გაფართოებაში დახმარება გაუწიონ. სამომავლოდ ველით საქართველოს მონაწილეობას ნატოს საზღვაო ოპერაციაში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42