სამართლდამცავებმა პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს
პოლიტიკა - 10:11, 22 Jul, 2018     3009

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ახლო მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს. ჩხრეკის დროს ამოღებულია იარაღი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე თ.კ. მოპედით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ალკოტესტით შემოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა თ.კ. მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თორნიკე კაჭარავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ 2017 წლის 17 ივლისს გაათავისუფლეს. მაშინ ის სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს.

პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ კაჭარავა და მისი კიდევ ერთი ახლო მეგობარი მიხეილ თათრიშვილი პრეზიდენტის ოჯახის მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42