“პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, თუ როგორ საკადრო პოლიტიკას განახორციელებს” – ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 19:48, 21 Jul, 2018     988

„თანამდებობა, რომელიც ეკავა გიორგი მღებრიშვილს, არ არის პოლიტიკური თანამდებობა, აქედან გამომდინარე, იქ არის მთლიანად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი ის, თუ როგორი საკადრო პოლიტიკა განხორციელდება",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მღებრიშვილის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას.

„აქ პარლამენტის ჩარევის რესურსი არის, ბუნებრივია, ასე ვთქვათ, მინიმალური. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ის თუ რა სახის საკადრო ცვლილებები განხორციელდება ამ დონეზე. ეს არ არის პოლიტიკური დონე, შესაბამისად, აქ ჩვენი მხრიდან კომენტარები შეიძლება იყოს ზედმეტიც კი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი მიდგომაა, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული და რომელიც, კონსტიტუციური სისტემიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

„ჩემი მიდგომა არის ის, რომ უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც იქნება დაკავებული, ზოგადად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით. ეს უნდა იყოს, ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც შეიქმნება მთავრობის ქვეშ და ამასთან დაკავშირებით გვექნება აქტიური კონსულტაციები მთავრობასთან. ანუ, ახალი სტრუქტურა ნამდვილად სჭირდება იმ სისტემას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ახალი კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში.

ეს უნდა იყოს აუცილებლად დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს აუცილებლად მისი თავმჯდომარე, გამომდინარე იმ სისტემიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ვგულისხმობ კონსტიტუციურ სისტემას. ეს უნდა იყოს საკმაოდ მაღალი დონის ორგანო, რომელიც იქნება დაკავებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42