დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.“
“ცოტა გასაოცარი იყო მისი განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ზოგადად, მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს არსებულ მდგომარეობას და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. არჩევნები ყოველთვის გვაჩვენებს რეალურ სურათს, შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას მოსახლეობა მიუჩენს თავის ადგილს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებით საკუთარ გადაწყვეტილებას ჯერ არ გაახმაურებს:
“მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






