ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე - ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას გამორიცხავს:
„გამოვრიცხავ დიმიტრი ქუმსიშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც ადასტურებს მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, ამს თავისი საქმიანობის პერიოდში, აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა სწორად და სამართლიანად გადაწყვეტილი. როდესაც ის ტავისი უწყების ხელმძღვანელობის პერიოდში, ეს იქნებოდა ფინანსთა თუ ეკონომიკის სამინისტრო, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში თვითონ გადასცემდა ხოლმე პროკურატურაში მასალებს. ამის არა ერთი ფაქტი არსებობს, თუნდაც ტექ დათვალიერებებთან დაკავშირებით, თუნდაც სხვა ფაქტებთან დაკავშრებით“, - აღნიშნავს დიმიტრი გაბუნია.
მასალის გამოყენების პირობები






