„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძესთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იწყენებ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, მასზე იძალადა და მოტყუებულია:
"ამ წუთიდან ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, იძალადა მასზე და მოტყუებულია. ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს, 11:00 საათიდან „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში“, პეკინკს #39 -ში. ველოდებით ყველას, ვინც არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ყველასთვის ვიბრძოლებთ, რადგან როგორც საზოგადოება ხედავს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამ ადამიანებისთვის არ სცალია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად. შევქმნით სრულ ბაზას იმ პირებისა, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. ამ სიას წარვუდგენთ მთავრობას და მოვთხოვთ, რომ ამ ხალხის საქმეების მიმართ გონივრულ ვადაში ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგას,"- განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






