მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ყოფილი მინისტრების საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
კურიერის ინფორმაცით, საბუთები გატანილია ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებიდან. სწავლობენ ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდს. საქმე არ ეხება ერთ მილიონს ან ერთ შესყიდვას, გამოძიება დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების დატაცებაზე მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტროდან უკვე ამოღებულ ასობით ფაილს ემატება ახლებიც. ვიდრე პროკურატურა დიდ რევიზიას დაიწყებდა, ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირებმა იმსჯელეს და გამოძიების დაწყებას მწვანე შუქი აუნთეს.
იძიებენ ძირითადად იმ მინისტრების საქმიანობას, ვინც მთავრობაში კვირიკაშვილმა მოიყვანა ან კვირიკაშვილთან ერთად წავიდნენ.
სანდრო წყარო კურიერს უყვება, რომ ერთ-ერთმა გავლენიანმა მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, „ვინმე უნდა დავიჭიროთო“.
პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსგან დოკუმენტაცია გამოითხოვა. საგამოძიებო უწყება იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება.
ტირპარკები, რომლითაც დაინტერესებულია საგამოძიებო უწყება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. ეს არის სპეციალური ადგილი, სადაც სატვირთო ავტომობილები და ტრაილერები საზღვრის გადაკვეთამდე ლიცენზიის მისაღებად ჩერდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






