გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე“ ფარგლებში საზოგადოების წევრებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ იბრძოლებს მათი სახელით, რადგან თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მათ გაცილებით კონკურენტუნარიანი კანდიდატის დასახელება მოუწევთ:
„დღეს მთავარი კითხვის ნიშანია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური. პასუხის არგაცემით მე დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს – იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ, ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ვეტოს ის ვერ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება ისეთ შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ასეთ კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან და ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, ღირსეული იპოვონ თავის რიგებში, ისეთი, როგორიც მოიგებს თუ წააგებს, ღირსებით იქნება სავსე. ერთი მხრივ, მე ვეხმარები „ქართულ ოცნებას“, რომ ძალიან სუსტი კანდიდატი არ დააყენონ, მეორე მხრივ, ვეხმარები ოპოზიციას, რადგან ესენიც ვერ ჩამოყალიბდნენ. მუდმივად ჩემ კრიტიკაში არიან. ერთ კანდიდატი, რითი ვერ შექმნეს. ვეხმარები ოპოზიციას, რომ ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ ამოფარებული, დაასახელონ, გააპიარონ, პოლიტიკური პროცესი დაიწყონ."-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






