პანკისის მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ უკვე დიდი ხანია, თუმცა უშედეგოდ.
„დღემდე ვითხოვდით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, მოსულიყო რომელიმე კომპეტენტური და მრგვალი მაგიდის პრინციპით, გველაპარაკა,“ - განაცხადა მუსა პანკისელმა.
ადგილობრივი მკვიდრი, შენგელი ტოხოსაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების კომპეტენტურმა სტრუქტურებმა მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლონ.
„ძალოვანი სტრუქტურების მიერ, ძალის გამოყენება და პოლიციელების ენით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არ არის გამართლებული ფორმა. ჩვენ დავინახეთ ერთი შემთხვევა უკვე ძალოვანების მიერ განხორციელებული, რომელიც დამთავრდა ფატალური შედეგით,“- განაცხადა შენგელი ტოხოსაშვილმა.
პანკისის მოსახლეობამ ხეობაში ჰესების მშენებლობასთან და სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. მიმართვის ადრესატები არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და საქართველოში არსებული დიპლომატიურ მისიები.
მასალის გამოყენების პირობები






