როგორც მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, გამოძიებას ვიღაც მფარველობს, რომელსაც შესაძლოა დააშინა დაკავებული, რომელიც მომხდარის შესახებ არ საუბრობს.
„ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ მართებული ნაბიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მხირდან, არამარტო ამ პიროვნების მიმართ უნდა განხორციელებულიყო ნებისმიერი მონაწილე პირის და არამარტო მათ არამედ თვითმხილველებზეც, რომლებმაც რაღაც-რაღაცეები დამალეს. დაკავებული ტუალეტის ინციდენტიდან მოყოლებული დაჭრამდე ყველაფერს ყვება მაგრამ დაჭრის ფაქტზე უკვე აღარ საუბრობს და მალავს ამ ფაქტებს. ვიღაც მფარველობს ამ გამოძიებას და კვალის არევა უნდოდა ან დააშინეს ან მოისყიდეს ან კიდევ თავისი მენტალობიდან გამომდინარე არ საუბრობს არაფერს“ - აღნიშნა დავით სარალიძის მამამ.
კითხვაზე ვინ შეიძლება მფარველობდეს გამოძიების დროს კვალის არევას ზაზა სარალიძე პასუხობს, რომ ესენი შეიძლება იყვნენ როგორც მირზა სუბელიანი ასევე ბორის კაკუბავა.
ასევე შეიძლება კიდევ სხვა დაინტერესებული პირებიც უყვნენ, რომლებიც არ ჩანან. სწორედ დ.ღ-ს გამო დაიწყო ეს ჩხუბი და უშუალოდ ეს იყო ეპიცენტრში დაჭრის მომენატში“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






