ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემები საქართველოსკენ მოემართებიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 20 Jul, 2018     1818

Van Oord-ის ჯგუფი საქართველოში - საზღვაო სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაიწყო.

ანაკლიის პორტის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოსთვის Van Oord-ის გემები საერთაშორისო პორტებიდან უკვე საქართველოსკენ გამოემართნენ. მსოფლიოში წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანიის გემები საზღვაო მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკას ჩამოიტანენ.

გემები საქართველოში უახლოეს დღეებში იქნებიან. ისინი დატვირთულია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკით და სადრენაჟო სისტემით, რომელიც დიდი რაოდენობით ქვიშის გადატანაზე სპეციალიზდება. მალევე, ანაკლიის სანაპიროზე შემოვა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც ფსკერის დაღრმავების და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების და ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს.

საზღვაო სამუშაოებისთვის ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. ანაკლიას Van Oord-ის ჯგუფი ესტუმრა, რომელმაც პროექტის მენეჯერის, იაპ ბრუინსმას ხელმძღვანელობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან ერთად მოსამზადებელი გეგმა შეიმუშავა.

„მობილიზაცია დავიწყეთ. გემები საქართველოში მოემართებიან როტერდამიდან და დუბაიდან და მათ მალევე მოჰყვება დიდი დამაღრმავებელი. გემები დატვირთულია თანამედროვე ტექნიკით და სადრენაჟო სისტემით, რომლებსაც 2.5 კილომეტრის სიგრძეზე ზღვიდან ხმელეთამდე განვათავსებთ. ამის შემდეგ კი მივიღებთ გემს, რომელიც Van Oord-ის კუთვნილი უდიდესი დამაღრმავებელი გემია. გვეამაყება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ნაწილი ვართ და ერთად ვმუშაობთ მისი განვითარებისთვის“, - განაცხადაVan Oord-ის პროექტის ხელმძღვანელმა იან ბრუინსმამ.

საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები ანაკლიაში 2018 წლის აგვისტოში იწყება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერშიგამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42