ერთი წლის წინ, გრემის მფლობელი ამერიკული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სრულიადნ ინტერნეტსივრცე შეძრა.
41 წლის ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2017 20 ივლისს, მისი უახლოესი მეგობრის, ქრის კორნელის დაბადების დღეზე, რომელმაც 2017 წლის წლის მაისში მოიკლა თავი.
ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მომღერალი ბოლო დროს დეპრესიას ებრძოდა.
ჩესტერის გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ქრის კორნელმაც, როკ ჯგუფების Soundgardenისა და AudioSlave-ის ვოკალისტმა. ჩესტერის მსგავსად, მანაც თავი ჩამოიხრჩო.
მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, ბენინგტონის მეუღლემ, ტალინდამ ტვიტერზე ოჯახური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მუსიკოსის თვითმკვლელობამდე 36 საათით ადრე არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს როგორ ერთობა ჩესტერი ოჯახთან ერთად და ეთამაშება ბავშვებს.
ტალინდა ტვიტერზე წერს: „ჩემი ეს ტვიტი ყველაზე პირადულია, რაც ოდესმე გამომიქვეყნებია. მე ამას გიჩვენებთ იმისთვის, რომ იცოდეთ, დეპრესიას არ აქვს სახე ან განწყობა. აი როგორ გამოიყურებოდა დეპრესია 36 საათით ადრე მის სიკვდილამდე. მას ჩვენ ძალიან ვუყვარდით და ჩვენც ძალიან გვიყვარდა."
მასალის გამოყენების პირობები






