აღნიშნულ იფორმაციას "ქიზიყი.ჯი" ვრცელებს. სწრაფად მიმავალი ავტომობილი თავდაპირველად ადგილობრივი მკვიდრის მანუჩარ გიგაურის საცხოვრებელი სახლის მესერს შეეჯახა, შემდეგ ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
"სწრაფად მიმავალს წინა საბურავი გაუსკდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, მესერს შეეჯახა და ამოტრიალდა. ჭერი დაეჭყლიტა, თუმცა ახალგაზრდები უვნებლად გადარჩნენ," – აცხადებენ სოფელ გამარჯვებაში.
ავტომანქანას აზერბაიჯანელი ეროვნების ახალგაზრდა მართავდა, რომელიც მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
მგზავრებმა ამოტრიალებული ავტომანქანიდან გამოღწევა მის აფეთქებამდე შეძლეს, მათ სხეულის სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.
ადგილზე დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. დამწვარი ავტომანქანა ევაკუატორის დახმარებით გადაიტანეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. დაზარალებულებს პრეტენზია არავის მიმართ აქვთ და გამომწვევ მიზეზად სისწრაფეს ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






