პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული თემის გააქტიურებით ბრიუსელის ვიზიტისა და საქართველოში მერკერის ცამოსვლის გადაფარვის მცდელობა მიმდინარეობს. დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდში კრიტიკული აზრის გამოთქმისა და კამათის შეზღუდვა არ არსებობს:
“ოპონენტი მხარის მთავარი ამოცანაა დესტაბილიზაცია და მმართველი გუნდის რყევაა. ამ ნარატივში ის იდეა კარგად ჯდება, რაც ჭიჭინაძემ წამოაყენა. არ მგონია, რომ ეს განგებ ხდება და ვფიქრობ, თავის შეხედულებებით აკეთებს, მაგრამ რეალური პრობლემა ესაა და არა, ფრაქციის შექმნაზე ჭორაობა და ლაპარაკი. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დავით ჭიჭინაძე აკეთებს. არ მგონია, რომ ამას შეგნებულად აკეთებს”, – აღნიშნავს დეპუტატი.
ვოლსკის განმარტებით, დავით ჭიჭინაძეს შეუძლია, პოლიტსაბჭოს მიმართოს, რადგან რეგლამენტით გათვალისწინებულია, სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გასაჩივრდეს:
„ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. ამ თემით ბრიუსელის ვიზიტისა და გერმანიის კანცლერის სტუმრობის აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს და საუბარია ფაცი-ფუცზე, რაც ერთმა კოლეგამ შემოგვთავაზა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






