პუტინმა ტრამპს დონბასში რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა - Bloomberg-ი ჰელსინკის შეხვედრის უცნობ დეტალებზე წერს
პოზიცია - 11:58, 20 Jul, 2018     2291
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან შეხვედრის დახურულ ნაწილში განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დონბასის ოკუპირებულ ნაწილში რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა, ამის შესახებ Bloomberg-ი შეხვედრის 2 მონაწილეზე დაყრდნობით იუწყება. კერძოდ, პუტინის შეთავაზება გულისხმობდა ოკუპირებული დონბასის ადგილობრივ მოსახლეობაში რეფერენდუმის ჩატარებას რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით. პუტინის თქმით, ეს რეფერენდუმი აუცილებლად საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით უნდა ჩატარდეს.


გამოცემის თანახმად, პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ რეფერენდუმის იდეასთან დაკავშირებით ჰელსინკში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არ ესაუბრა, რათა აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოფიქრების დრო მიეცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თემის კომენტირებაზე უარი თქვა, თუმცა განაცხადა რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე განხილული იქნა ზოგიერთი ახალი იდეა, რომლებიც შემდგომში შემუშავდება.

როგორც Bloomberg- წერს, პუტინმა რეფერენდუმის წინადადება დაახასიათა, როგორც საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში 4-წლიანი კონფლიქტის დასრულებას. თუმცა ტრამპისთვის ძნელი იქნება ამ იდეის უკრაინაში და ევროპაში „გაყიდვა“.

ჰელსინკში გამართული შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ყირიმის ანექსიას უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა რუსეთისთვის ეს „საკითხი დახურულია“:

„პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ცნობილია - ის საუბრობს ყირიმის რუსეთთან მიერთების უკანონობაზე. ჩვენ განსხვავებული თვალსაზრისი გვაქვს. ჩვენ თვლით, რომ ჩავატარეთ რეფერენდუმი, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას, რუსეთისთვის ეს საკითხი დახურულია, მორჩა.“-განაცხადა პუტინმა.

უკრაინის ტერიტორია ყირიმი ანექსირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 18 მარტს. 2014 წლის 16 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან — ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია.

რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინას აქ ომი 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის. აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები შეიქმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42