განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მოადგილეების რაოდენობა რეორგანიზაციის გამოცხადებისთანავე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად მინისტრმა გააკეთა:
“კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯამში, სულ 10 მოადგილე იყო - ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად კი, 3 მოადგილის შტატი უკვე გაუქმდა და მხოლოდ ამ გარდამავალ ეტაპზე დარჩა შვიდი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი უწყების შერწყმა არ არის მექანიკური პროცესი. მოგეხსენებათ, კანონით გათვალისწინებულია სამთვიანი გარდამავალი პერიოდი - სწორედ, ამ დროში უნდა ჩამოყალიბდეს ყველა საჭიროების გათვალისწინებით გაერთიანებული დიდი უწყების საბოლოო სტრუქტურა, თუმცა ამ დაწესებული ვადის ნაცვლად ახალი სტრუქტურა, მოადგილეების რაოდენობასთან ერთად, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რაც მაქსიმალურად ეფექტური მართვის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






