ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართული დისკუსიაზე განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასავლურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, რადგან არ უნდა, რომ ქვეყნები, რომელებიც კრემლის გავლენის სფეროებს წარმოადგენდნენ, დასავლეთს შეუერთდნენ.
“რუსეთს არ უნდა რომ ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად რუსეთის გავლების სფეროებს წარმოადგენდნენ, დასავლეთს შეუერთდნენ. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ისინი საქართველოსა და უკრაინის დასავლურ მისწრაფებებს. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას იყონ დასავლეთის გავლენის სფეროში. საქართველომ და უკრაინამ ბევრი წინაღობა უნდა გადალახონ, იმისთვის რომ ისინი ნატოში მიიწვიონ. მაგრამ ეს ქვეყნები მუშაობენ ამ საკითხებზე და ვიმედოვნებ მომავალში ისინი მიღწეულ პროგრესს გააუმჯობესებენ,”- განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინიმ.
მასალის გამოყენების პირობები






