ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ვლადიმირ პუტინის ყველაზე დიდი მტერი იქნება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ დალაგდა. მისი თქმით, ის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთია, ვინც მოსკოვის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს:
„მე გაცილებით მკაცრი ვარ რუსეთის მიმართ ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტი წლების განმავლობაში. გერმანიასთან დიდი ჩხუბი მქონოდა იმის გამო რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს და მილიარდობით დოლარს უხდიან. ეს არ არის პოზიტიური რუსეთისთვის. შეხედეთ სანქციებს, რომლებიც რუსეთს დავუწესე, დიპლომატებს რომლებიც ქვეყნიდან გავაგდე და ყველაფერს რაც უკვე გავაკეთე.
ობამას მსგავსი არაფერი არ გაუკეთებია, ის მხდალი იყო რუსეთთან მიმართებაში. ნორმალური ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან პოზიტიური ფაქტია და არა ნეგატიური . თუკი ეს არ იმუშავებს, მე ვიქნები ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვინც კი მას ოდესმე ჰყოლია,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში კი, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში მიიწვია. პუტინის აშშ-ში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები






