ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
დ.ღ.-ს დაკავებაზე კომენტარს აკეთებს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის მიზეზად სავარუდო ზეწოლას ასახელებს:
„ყველა დანახული ჰყავს, იმიტომ, რომ ეპიცენტრში იყო, რაც შეეხება მკვლელობას, ნებისმიერი ჭრილობა, 12-ვე ჭრილობა მომაკვდინებელი იყო ჩემთვის, ჩემი შვილის მიმართ, რაც იყო მიყენებული. ცრუ ჩვენება სასამართლოს ან ტავისი მენტალობიდან გამომდინარე მისცა, ან ზეწოლის ქვეშ იყო, ან მოისყიდა ვინმემ, ან დააშინა. შესაძლებელია სუბელიანი ვივარაუდოთ, ან მირზა სუბელიანი ან ბორის კაკუბავა, ან ვინმე დაინტერესებული პირი“, - აღნიშნავს ზაზა სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






