დავით ზალკალიანის შეფასებით პრემიერ-მინისტრის ევროკავშირში ვიზიტი ადასტურებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობას
პოლიტიკა - 20:59, 19 Jul, 2018     860

„პრემიერ-მინისტრის ევროკავშირში ვიზიტი არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც დადასტურდა კიდეც პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ახალი პროგრამით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მთავრობის ძირითადი პრინციპების უმთავრესი პრიორიტეტი და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო და მყარი მხარდაჭერა" – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაფასა.

საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრებისას პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს პრიორიტეტები ევროპაში ინტეგრაციის კუთხით. მინისტრის თქმით ასევე დადებითად შეფასდა ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.

დავით ზალკალიანის განცხადებით ევროპელი პარტნიორების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ამბიციურ გეგმებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსადმი მხარდაჭერა, რაც მომავალშიც კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა მაღალი დონის შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო საგზაო რუკას, რაც მისი თქმით ითვალისწინებს ევროკავშირში უფრო მეტ სექტორალურ ინტეგრაციას, ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში უფრო აქტიურ ჩართულობას.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მომავალში გააქტიურდება ახალი ფორმატები როგორიც არის უსაფრთხოების სფეროში დიალოგი და ასევე უმაღლესი დონის ფორმატი, რომელიც ნოემბერში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ჰქონდეს აქტიური დიალოგი ევროკავშირის პრეზიდენტთან და შესაბამის კომისრებთან სხვადასხვა სფეროში სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42