"საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა“ - გერმანიის მთავრობამ კანონპროექტი დაამტკიცა
პოლიტიკა - 17:42, 19 Jul, 2018     983

გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს.

ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებისა და თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტების შემცირებას, რამდენადაც თავშესაფრის განაცხადების განხილვა მოკლე ვადებში მოხდება.

მნიშვნელოვანია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უახლესი მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში გერმანიაში დაფიქსირებულია კლების დინამიკა.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, კონკრეტულ ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ, მათ შორისაა, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, საინფორმაციო კამპანიები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ატაშეების ქსელის გაფართოება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია ინსპექტირების შესაბამისი საშუალებებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან დამყარებული აქვს ნაყოფიერი ოპერატიული თანამშრომლობა, როგორც ფედერალურ ასევე, ფედერალური მიწების დონეზე, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, თანამშრომლობის მემორანდუმებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს. თანამშრომლობა მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს და ხორციელდება პოლიციის ატაშეების, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრების მეშვეობით. ამ კუთხით აღსანიშნავია, ბოლო დროს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და მოადგილის, ნინო ჯავახაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

მიმდინარე წლის მაისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და სამშობლოს საკითხთა ფედერალურ მინისტრთან ჰორსტ ზეეჰოფერთან შეხვედრისას , გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა თავშესაფრის მაძიებელთა შემცირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სამინისტროს მზაობას. ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს „უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნად“ აღიარების მნიშვნელობაზე, რაც შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტებს.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები გააცნო ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრს ვიზიტით მყოფმა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემაც.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის მხრიდან ინიცირებული კანონპროექტის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებას გერმანული პრესა აქტიურად ეხმაურება. საკანონდებლო პროცედურების თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი ბუნდესთაგის და ბუნდესტრატის (ფედერალური მიწების საბჭოს) თანხმობას საჭიროებს.

გამოცემა „ველტის“ თანახმად, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ფედერალური მთავრობა იმითიც ასაბუთებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესებულია და საქართველოში ოპოზიციას თავისუფლად შეუძლია მოქმედება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში უკვე შეყვანილი ყავს- ავსტრიას, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს, ბულგარეთს, ისლანდიას, ისრაელსა და ლუქსემბურგს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42