აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მის გუნდს აქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები და მზად არიან ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად. რიჟვაძის განცხადებით სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით, ეფექტური გადაწყვეტილებებია საჭირო:
"აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას რეგიონის საკითხებზე ჰქონდა შენიშვნები. ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს და მზად ვართ, ეფექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ვმართოთ პროცესები გრძელვადიან ჭრილში. გეტყვით, რომ პრიორიტეტები ეკონომიკას და სოფლის მეურნეობას ეხება, საჭიროა ეფექტური გადაწყვეტილებები. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და პოტენციალი. ჩვენ პოლიტიკურ სუბიექტებთან მხოლოდ კვალიფიციურ და კონსტრუქციულ ნაწილში ვითანამშრომლებთ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






