ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, სიარულის გაძნელება - ეს სიმპტომები ანემიით გამოწვეული დაავადებების მცირე ჩამონათვალია. მიზეზი კი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიური, ჰემატოლოგიური დაავადებები და სხვა.
ანემიით დაავადებულ პაციენტებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი, კერძოდ უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში, გადამოწმდეს ჰემოსტაზის მაჩვენებლები და ჩატარდეს მუცლის ღრუს (ღვიძლისა და ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევა.
დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება ექიმის კონსულტაცია და ანემიის უფასო დიაგნოსტიკა. ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, რადიოლოგი, პროქტოლოგი და ექიმი-ლაბორანტი უფასო კონსულტაციებს 10:00-16:00 სთ-მდე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (გამსახურდიას ქ. №206) ჩაატარებენ.
უფასო კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 591 80 42 07.
მასალის გამოყენების პირობები